
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს GGRC-ისა და GAO-ს ორგანიზებით გამართულ რიგით მე-7 კონფერენციაზე „უშვილობა 35+“.
ბიუროს დნმ-ექსპერტებმა, ნინო ფირცხელანმა და ქეთევან ქართველიშვილმა მონაწილეებს წარუდგინეს ორი მნიშვნელოვანი მოხსენება - „მემკვიდრული თრომბოფილია და ორსულობის გართულებები: საქართველოს გამოცდილება“ და „მემკვიდრული თრომბოფილია ქართველ ქალებში, თრომბოზისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პერსონალური და/ან ოჯახური ისტორიით“. ნაშრომები ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებსა და სამეცნიერო შედეგებს ეფუძნებოდა.
კონფერენციის ფარგლებში პანელურ სესიას „გენეტიკა და ინვიტრო განაყოფიერება“ უძღვებოდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, გენეტიკის დოქტორი ნინო ყოჩიაშვილი. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოში სწორედ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური ლაბორატორიის ბაზაზე დაინერგა ფარმაკოგენეტიკური კვლევა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებით ადამიანის ისეთი მემკვიდრული დაავადებების მუტაციების შესწავლა, როგორიცაა თრომბოზი და ძუძუს კიბო.
მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე კვლევებისა და წარმატებული პრეზენტაციებისთვის, ბიუროს ექსპერტებს ჯილდო გადაეცათ.