
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ციურიხში იმყოფებოდა, სადაც სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასამართლო ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, რომლებიც დარგის თანამედროვე მოთხოვნებსა და შემდგომ პროგრესს უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში ბიუროს დელეგაციისთვის მოეწყო გაცნობითი ტური ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ახალ შენობაში. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საექსპერტო ლაბორატორიები და გაეცნენ ინსტიტუტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს.
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ყოველწლიურ შეხვედრას ევროპის 40 ქვეყნის 75 წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც ღონისძიების მაღალ საერთაშორისო წარმომადგენლობასა და მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.