Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მონაცემების გაზიარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები. აღნიშნული ხელს შეუწყობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფლის დადგენის პროცესსა თანამშრომლობის განმტკიცებას.

აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიკაციის პროცესი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს. ბიურო აღნიშნულ პროცესში, დაღუპული პირების იდენტიფიკაციის მიზნით, სამედიცინო და ბიოლოგიურ ექსპერტიზის ფარგლებშია ჩართული.