
ევროპის ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის (ESHG) სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის — „იშემიური ინსულტის გენეტიკური წინასწარგანწყობა: მემკვიდრული თრომბოფილიის გენების პოლიმორფიზმის როლი ქართულ პოპულაციაში“ — შედეგები, პოსტერ-პრეზენტაციის სახით, წარდგენილ იქნება, ევროპის ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის (ESHG) კონფერენციაზე შვედეთში, რომელშიც ყოველწლიურად საშუალოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 7000 გენეტიკოსი იღებს მონაწილეობას.
კონფერენციის მიზანია გენეტიკის სფეროში არსებული უახლესი კვლევების, ინოვაციებისა და მიღწევების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ევროპის ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის (ESHG) მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში European Journal of Human Genetics.
ბიუროს ექსპერტები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციის საქმიანობაში, სადაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით ნერგავენ თავიანთ ყოველდღიურ პროფესიულ პრაქტიკაში.