
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად განაგრძობს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრების კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის ბიუროს საქმიანობის გაცნობა, მათი დაინტერესება დეფიციტური და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებით.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდეგ, ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ, პირველ მოადგილესთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ბიუროს საექსპერტო მიმართულებებისა და დანერგილი სიახლეების თაობაზე. ასევე, სტუდენტებს გააცნეს ბიუროში სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გამოთქვამს მზადყოფნას, ახალგაზრდებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პროფესიულ განვითარებაში.