Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური და პროფესიული სივრცეების დაახლოებას, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ -მასწავლებლებთან, სადაც ბიუროს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს საექსპერტო საქმიანობის არსზე და სპეციფიკაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე ექსპერტიზის პროცესში, ასევე იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში დაინერგა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების საკითხს - სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სტაჟირების პროგრამების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და პროფესიული განათლების გაძლიერებას.