Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, გიორგი მურვანიძე სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, აქტუალური საკითხები და ბიუროს განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. საუბარი შეეხო იმ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საექსპერტო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და დეპარტამენტის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტისთვის საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის მოპოვების საკითხს, რომელზეც ბიუროში შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აკრედიტაცია უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და გააძლიერებს ბიუროს პოზიციას, როგორც რეგიონში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო ინსტიტუციას.