
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების, ლუიზიანას შტატის ქალაქ ნიუ ორლეანში გამართულ „სასამართლო ექსპერტიზის ამერიკული აკადემიის (AAFS) 78-ე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 4 000 დელეგატი დაესწრო, მოიცავდა 1 000-ზე მეტ სამეცნიერო მოხსენებას და პრეზენტაციას, მათ შორის პლენარულ სხდომებს, სადაც განხილულ იქნა ექსპერტიზის ძირითადი მიმართულებები - კრიმინალისტიკა, ტოქსიკოლოგია, სასამართლო მედიცინა, ბიოლოგია და გენეტიკა, ციფრული ექსპერტიზა, ანთროპოლოგია, იურისპრუდენცია და სხვა დარგები.
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სასამართლო ექსპერტიზის სფეროს განვითარებას გლობალურ დონეზე.