Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის - ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ ფრანგული  ავტორიტეტული კომპანიის  „CompaLab“-ის“  მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. 

ექსპერტების მიერ, ტესტირების ფარგლებში უჟანგავი ფოლადის ელემენტური შემადგენლობა განისაზღვრა 

 

🔹ინდუქტიურ პლაზმასთან შეწყვილებულ ოპტიკურ - ემისიური  სპექტრომეტრული  (“ICP-OES”)  ვალიდირებული მეთოდით;

 

🔹რენტგენო ფლუოროესცენტული ASTM E 1085 : 2009 სტანდარტული მეთოდით;

 

🔹ნახშირბადის და გოგირდის შემცველობა განისაზღვრა ინფრაწითელი აბსორბციული  გოსტი 27069-86 (2021) და გოსტი 27041-86 (2021) სტანდარტული  მეთოდებით.

 

ბიუროს მიერ სამივე მეთოდი აკრედიტირებულია ISO/IEC 17025:2017/2018-ის შესაბამისად.

პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 59 წამყვანი საექსპერტო ლაბორატორია. მიღებული შედეგები  სტატისტიკურად დამუშავდა  „CompaLab“-ის მიერ  და წარმოდგენილი იქნა საბოლოო ანგარიში, სადაც ბიუროს ქიმიური დეპარტამენტის ექსპერტებმა სამი განსხვავებული მეთოდით მიღებული შედეგების მიხედვით  უმაღლესი შეფასება მიიღეს. 

საერთაშორისო ლაბორატორიათშორის ტესტირებაში მიღებული უმაღლესი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს  ბიუროს ექსპერტების მაღალ პროფესიონალიზმს, ჩატარებული კვლევების მაღალ სიზუსტეს, უტყუარობას და სანდოობას.