
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ, მოადგილეებთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა გასული წლის საქმიანობის შედეგები, შეფასდა განხორციელებული პროექტები და მიღწეული პროგრესი. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბიუროს განვითარების სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებზე.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აგრძელებს მუშაობას ინსტიტუციური განვითარების, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით.