
ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, შობა-ახალი წლის დღეებში საქველმოქმედო აქცია განახორციელა.
ბიუროს წარმომადგენლებმა თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ასევე იმერეთის მხარესა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.
ბიურო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ტრადიციულად ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საქველმოქმედო ინიციატივებს.