Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ბიურო აღნიშნულ ინიციატივას ყოველწლიურად, ტრადიციულად უერთდება და ამ გზით ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს.

სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტ მომარაგებას სისხლისა და მისი კომპონენტების აუცილებელი მარაგებით, განსაკუთრებით გადაუდებელი შემთხვევებისა და მძიმე პაციენტების მკურნალობის დროს.

ბიურო მომავალშიც გააგრძელებს მონაწილეობას მსგავს აქციებში და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივებში.