
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ ნიდერლანდების ლაბორატორიათშორისი კვლევთა ინსტიტუტის (IIS)-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
ტესტირების ფარგლებში, ინსტიტუტის (IIS) მიერ მოწოდებული იქნა რეაქტიული ძრავის საწვავის JET-A 1 (JET FUEL A1 Main, iis25J02) უცნობი ნიმუში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტის “Defence Standard 91-091, Turbine Fuel, Kerosene Type, Jet A-1; NATO Code: F-35; Joint Service Designation: AVTUR” მოთხოვნათა შესაბამისად განესაზღვრა 14 ფიზიკო-ქიმიური პარამეტრი.
64 ქვეყნიდან მონაწილე 153 ლაბორატორიის მიერ მიღებული ფაქტიური მნიშვნელობების სტატისტიკური დამუშავების შედეგები გამოცხადების შედეგად ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველომ მიიღო უმაღლესი შეფასება, რასაც ადასტურებს მიღებული სერტიფიკატი “Certificate of Excellence”.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო ლაბორატორიათშორის ტესტირებებში და შედეგების მიხედვით წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.