Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის კოორდინატორი სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში უდო კრენზერი და  პროგრამების კოორდინატორი მარკ მაურერი ესტუმრნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ ლაბორატორიები და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საექსპერტო საქმიანობის სპეციფიკის, დანერგილი სიახლეების და სამომავლო ინიციატივების შესახებ.

წითელჯვარის საერთაშორისო კომიტეტთან ბიუროს მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობის შედეგად, ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით  აღსანიშნავია აფხაზეთში და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა და სამოქალაქო პირთა ნეშტების იდენტიფიკაციის, გადმოსვენების და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი, რომლის განხორციელებაშიც ბიურო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად,  2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული.