Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერიზის დეპარტამენტის ბალისტიკური მიმართულებით მიმდინარე საექსპერტო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეძენილ იქნა თურქული კომპანია „FORENSCOPE“-ს  წარმოების თანამედროვე კვლევითი მოწყობილობა - „t-ZOOM Plus DNA“.

დანადგარი აღჭურვილია მაღლი გარჩევადობისა და ხარისხის კამერით, სხვადასხვა ხილული და უხილავი სხივების მაშუქი წყაროებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაზიანებულ ობიექტზე, შესაბამისად შერჩეული სხივების დანათებით გახდეს ხილული უშუალოდ დაზიანებასა და მის ირგვლივ არსებულ ლოკალურ ფართზე გაშლილი, სროლის პროდუქტების დამატებითი უხილავი ფაქტორები, რომლებიც დატოვებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლისა და ჭურვის ზემოქმედების შედეგად.  დანათების გზით გამოვლენილი სურათი, რომელიც ფიქსირდება კამერის მეშვეობით, შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს, ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხებს.

„t-ZOOM Plus DNA“-ის დანადგარის კვლევით პროცესში გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს მოქმედ მეთოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარების დროს და მატერიალური სახის სხვა რესურსს.

ხელსაწყო „t-ZOOM Plus DNA“-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპანია „FORENSCOPE“-ს წარმომადგენელების მიერ  ტრენინგი  ჩატარდა, რომლის  დასრულების შემდეგ  ექსპერტებს შესაბამისი ცოდნის მიღების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განაგრძობს ტექნოლოგიური განვითარებისკენ სწრაფვას  და სისტემურად  ცდილობს თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვას საექსპერტო საქმიანობაში.