Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა ექსპერტებთან ერთად  ქალაქ მილანში ადამიანის გენეტიკის ევროპის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა ექსპერტებმა ევროპელ გენეტიკოსებს წარუდგინეს  სამეცნიერო აბსტრაქტი და პოსტერ-პრეზენტაცია “Challenges in finding correlations between homocysteine levels and MTHFR C677T/A1298C polymorphisms in Georgian population patients with thrombosis and pregnancy complications/infertility”, რომელიც საქართველოში თრომბოზით და ორსულობის გართულებების მქონე პაციენტებში  ჰომოცისტეინის დონესა და MTHFR C677T/A1298C პოლიმორფიზმებს შორის კორელაციის პოვნის სირთულეებს ეხებოდა.

გარდა წარმოდგენილი პრეზენტაციებისა, კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორიცაა :

  • მემკვიდრული დაავადებები და კვლევის უახლესი მეთოდები;
  • გენეტიკა და სიმსივნური პათოლოგიები;
  • იშვიათი გენეტიკური დაავადებები და მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა;
  • მემკვიდრული თრომბოფილიის გამომწვევი მუტაციები;
  • ფარმაკოგენეტიკა;
  • პოპულაციური გენეტიკა;
  • შემდგომი თაობის სექვენირება.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, გენეტიკური დასკვნის წერის, კითხვის, გაგებისა და ინტერპრეტაციის ხელოვნების თაობაზე.

 

საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, ბიუროს ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ გენეტიკური კვლევებისთვის განკუთვნილი,  მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული ულტრათანამედროვე  ხელსაწყოებისა და რეაქტივების გამოფენას. 

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები მუდმივად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სადაც მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ასევე საექსპერტო სფეროში არსებულ მსოფლიო ინოვაციებს წარმატებით ნერგავენ ყოველდღიურ საქმიანობაში.