Image

2025 წლის 28 ივნისს, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასამართლო ექიმთა IX სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება პროფესორ თეიმურაზ გორდელაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციაზე, რომელშიც ქვეყანაში მოღვაწე 70 - ზე მეტმა წარმატებულმა სასამართლო ექიმმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა,  განიხილეს სასამართლო მედიცინის სწავლების სიახლეები და სასამართლო ჰისტოლოგიური  (მიკრომორფოლოგიური) კვლევის სხვადასხვა აქტუალური საკითხები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

დასასრულს, სასამართლო მედიცინის ექსპერტებს და ექიმებს, კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.