
2025 წლის ივნისის თვეში, სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებიც დეტალურად გაეცნენ საინჟინრო ექსპერტიზის სპეციფიკას, ბიუროს ლაბორატორიებს და საექსპერტო მიმართულებით არსებულ ინოვაციურ მეთოდებს.
საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ღერძია ბიუროს საექსპერტო მიმართულებებს შორის. მაღალკვალიფიციური ექსპერტები მუდმივად ცდილობენ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანაში ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას მოახმარონ. ასევე, ხელი შეუწყონ სამშენებლო მიმართულებით სამეცნიერო საქმნიანობას, სადაც ქართული წარმოების სამშებენლო მასალების გამოგონების კუთხით არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
ექსპერტიზის სიმრავლიდან და სირთულიდან გამომდინარე, ბიურო ყოველწლიურად ცდილობს მოიზიდოს საინჟინრო სპეციალობის წარმატებული ახალგაზრდები, გაუზიაროს მათ დაგროვილი გამოცდილება და დაასაქმოს დეპარტამენტში.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის ბიუროში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და საექსპერტო საქმიანობით დაინტერესება.