Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“- წევრები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები.  ადგილზე, დეტალურად  გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, საექსპერტო კვლევების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით,  ექსპერტების მხრიდან  ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ახალგაზრდებს, ასევე მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ საექსპერტო კვლევაში.

სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან და ხელს უწყობს მომავალ თაობებს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული ინტერესების სწორად განსაზღვრაში.