Image

სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები.

ვიზიტის ფარგლებში,მოსწავლეებმა საექსპერტო საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ასევე, მათი უშუალო ჩართულობით რამდენიმე იმიტირებული კვლევა ჩატარდა. აღნიშნულის შედეგად, ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდებს,ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმებს და დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების წარმოების სპეციფიკას.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ახალგზარდა თაობის ინიციატივებს, რომლებიც სამომავლო პროფესიული უნარების განვითარებაში, ინტერესების განსაზღვრაში და  პროფესიის სწორად არჩევაში  დაეხმარებათ.