ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აკაკი ტყემალაძე ოჯახში ძალადობის თემაზე გამართულ მულტი - დისციპლინური ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.
ორ დღიან შეხვედრას ორგანიზება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) გაუწია.
პანელური დისკუსიის ფორმატში, მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე ქართველ და საერთაშორისო ექსპერტრბთან ერთად იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- ოჯახში ძალადობის სამოდელო სასამართლოები ამერიკის შეერთებულ შტატებში;
- საქსუალური ძალადობის სასამართლო ექთნების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები;
- ა.შ.შ კანონმდებლობა სასამართლო ექსპერტის, როგორც მოწმის ჩვენების შესახებ, ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას;
- მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა;
- ოჯახში ძალადობის საქმეებში მტკიცებულებათა სტანდარტი;
- ექსპერტ-ფსიქიატრის /ფსიქოლოგის ჩვენების გამოყენება ზიანის დასადგენად ოჯახური ძალადობის საქმეებზე;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები მუდმივად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, სემინარებში და ტრენინგებში, საექსპერტო სფეროში დანერგილი სიახეების და ინოვაციების გაცნობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, რასაც შემდეგ წარმატებით ნერგავენ და ახორცილებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.