Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა სალომე ჩოლოყაშვილმა პორტუგალიაში, . ევორაში გამართულ IGS 2023: Conference of the International Craphonomics Society, 21- კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აღნიშნულ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა პრეზენტაციების ფორმატში, მონაწილეებს გააცნეს თანამედროვე კვლევები და მიღწევები, ისეთ საკითხებში როგორიცაა:

ნეირომეცნიერება;

წერისა და გრაფიკული მოძრაობის კონტროლი, მოტორ კონტროლი (ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის პირობებში);

კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და კვლევა;

ხელნაწერის კრიმინალისტიკური კვლევა, ხელწერის მახასიათებლები, შემსრულებელი პირის იდენტიფიკაცია-ვერიფიკაცია, ხელმოწერის ვერიფიკაცია, მეთოდები და კომპიუტერული ხელსაწყოები;

ელექტრონული ხელმოწერის გენერირება, ბიომეტრიული მონაცემების კვლევის მეთოდები და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის წარმოებასთან დაკავშირებული, როგორც მეთოდური სიახლეების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ექსპერტებს დაეხმარება სეებ-ში აღნიშნული მიმართულებით, სრულიად ახალი საექსპერტო პრაქტიკის დანერგვასა და შესაბამისი მეთოდიკის შემუშავებაში.