ENFSI
2011 წლის 30 ნოემბერს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გახდა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (European Network of Forensic Science Institutes - ENFSI) სრული წევრი.
1995 წლის 20 ოქტომბერს ნიდერლანდების ქ. ჰააგაში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი (ENFSI) ოფიციალურად დაარსდა.
ENFSI არის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია სასამართლო ექსპერტიზის დარგში და 2009 წლიდან ENFSI ევრო კავშირის მიერ აღიარებულია, როგორც «მონოპოლისტი» ამ დარგში.
ENFSI-ის მიზანია, უზრუნველყოს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების მაღალი ხარისხი მსოფლიოში აღიარებული მეთოდების გამოყენებით.
მიზნის მისაღწევად ENFSI პერიოდულად ატარებს სრული წევრების შეხვედრებს, ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კონფერენციებს და სემინარებს, ექსპერტების სამუშაო ჯგუფებისა და სხვადასხვა კომიტეტების შეხვედრებს.