სპეციალობით სამართალმცოდნე, დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. კერძოდ, 2007-2008 წლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს ინსპექტორად, 2010 -2012 წლებში აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად.
2013-2015 წლებში შსს მცხეთა მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელად, შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს, კორუფციასთან ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად, სსდ შსს სახ.სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მონიტორინგის ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს მონიტორინგის სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსად, შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შსს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნვეყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლიდან გახლდათ სუს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსად. 2019 წლიდან დაინიშნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუოლი ბიუოს უფროსის მრჩევლად. 2021 წლის ივნისიდა გახლავთ ბიუროს უფროსის მოადგილე.