განათლებით, იურისტი, ინჟინერ - ტექნოლოგი. დამთავრებული აქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართოლმცოდნეობის სპეციალობით. სამსახურეობრივი კარიერა დაიწყო 1990 წელს საერთაშორისო კომპანიის „დიოსკურია“ დირექტორად.
1992-1993 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც გახლდათ მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მებრძოლი. 1996-2000 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის, 2002-2003 წლებში საქართველოს შემოსავლების სამინიტროს საგანგებო ლეგიონის უფროსი ინსპექტორის პოზიციებზე.
2003 წლიდან საქმიანობა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც 2010 წლამდე იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს, კერძოდ, საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის, საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის პირველი განყოფილების (ქვემო ქართლი) უფროსის მოადგილის, საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის პირველი სამმართველოს (ქვემო ქართლი) უფროსის მოადგილის, საგამოძიებო სამსახურის ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
2011-2012 წლებში გახლდათ შპს-ს „ლუკოილ ჯორჯია“ ფრანჩაიზინგის ქსელის მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012 წელს საქმიანობა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ხოლო 2013 წლიდან თავდაპირველად გახლდათ ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის, ხოლო შემდეგ ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. 2013 წლიდან სამსახურეობრივი კარიერა განაგრძო საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი მოვალეობის შემსრულებელად, 2014-2018 წლებში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხოლო 2018 -2021 წლებში გახლდათ საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2021 წლის 2 ივნისიდან დაინიშნა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილედ.