Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სამინისტროს, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინოვაციური პროექტის - რესოციალიზაციის მარკეტის ერთი წლის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 
ღონისძიების ფარგლებში, ბიურო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 
„რე-მარკეტს’’ ექსპერტიზის ბიურომ 2023 წლის გაზაფხულზე უმასპინძლა. ბიუროს თანამშრომლების მიერ, შეძენილ იქნა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის ტყავის ჩანთები, სამაჯურები, ქამრები და სხვა. ასევე პატიმრებისთვის შეგროვდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს გადაეცა მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა.