Imageარის შემთხვევები, როდესაც საეჭვო და სადაო ხდება საბუთზე ხელმოწერის ან ხელნაწერის, ასევე სხვადასხვა სახის დოკუმენტის ავთენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიმართოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზის საშუალებით, დაადგენს ჭეშმარიტებას. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიაში, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარებით დგინდება
 ხელმომწერი ან ხელნაწერის შემსრულებელი პირის იდენტურობა;
 რა ვითარებაში არის ხელმოწერა შესრულებული;
 მიმსგავსებულია თუ არა ხელმოწერა ორიგინალ ხელმოწერასთან;
 არის თუ არა ხელმოწერა შესრულებული პირის სულიერი აღელვების ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მდგომარეობაში;
 არის თუ არა ხელმოწერა შესრულებული განზრახ დამახინჯებული ხელით;
 არის თუ არა ხელმოწერა შესრულებული მარცხენა ან მარჯვენა ხელით და სხვა.
ხელწერის ექსპერტიზის ჩასატარებლად დამნიშნავმა, აუცილებელია წარადგინოს გამოსაკვლევი საბუთის დედანი, ვინაიდან ქსეროასლზე კვლევა არ ტარდება. ასევე საჭიროა იმ პირის თავისუფალი ნიმუშები (გამოსაკვლევი დოკუმენტისგან დამოუკიდებლად, სხვა ხელწერის ან ხელმოწერის ნიმუშები, შესრულებული ოფიციალურ საბუთებზე, მაგ: პასპორტი, სანოტარო აქტები, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები და სხვა), რომლის ხელმოწერაზეც ან ხელნაწერზეც ტარდება ექსპერტიზა. გარდა ამ დოკუმენტებისა, ექსპეტიზისთვის ასევე საჭიროა ე.წ ექსპერიმენტული ნიმუშები, რომელსაც ექსპერტი იღებს უშუალოდ კვლევის ფარგლებში. 
ხელწერის ექსპერტიზისგან განსხვავებით, დოკუმენტების ექსპერტიზა უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის:
 დოკუმენტზე დასმული ბეჭდის იდენტიფიკაცია;
 საბუთზე განხორციელებული სავარაუდო ცვლილების დადგენა, თავდაპირველი ჩანაწერის აღდგენა;
 ტექნიკური საშუალებით გადატანილი ხელმოწერის კვლევა;
 ფულადი კუპიურების, მათ შორის უცხოური ვალუტის ნამდვილობის დადგენა;
 მართვის მოწმობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
 დახეული და დაზიანებული საბუთების აღდგენა და კვლევა და სხვა;
დოკუმენტების ექსპერტიზის ჩასატარებლად მნიშვნელოვანია, დამნიშნავმა წარმოადგინოს საკვლევი საბუთის დედანი. ბეჭდის იდენტიფიკაციის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნას ბეჭდის ანაბეჭდების თავისუფალი ნიმუშები, საკვლევი ნიმუშის დამოუკიდებლად ოფიციალურ საბუთებზე შესრულებული.
ხელწერის და დოკუმენტების ექსპერტიზის დანიშვნისას, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა, დამნიშნავმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ექსპერტიზის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 30 სამუშაო დღით. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა ინიშნება დაჩქარებული წესით, საკვლევი მასალების სრულყოფილად წარმოდგენიდან, ექსპერტიზის ჩასატარებლად დადგენილია 5 სამუშაო დღე. 
ექსპერტიზის ტარფები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით. http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=1081 დაჩარებული წესით ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში ტარიფი ორმაგდება. 
ექსპერტიზის დანიშვნა შესაძლებელია, როგორც თბილისში (მის:ილია ჭავჭავაძის გამზ.84 ) ასევე ბიუროს რეგიონულ ოფისებში, კეროდ: ქუთაისში (მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 2ა) და ბათუმში (მის: პეტრე მელიქიშვილის გამზ. 105)