Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნონო კიკაბიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ, 1990-იან წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრას დაესწრო. 
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების გარდა, შეხვედრას საქართველში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელი ანნ მონტავონი, ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად მიმდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები.
აფხაზეთის და საჩაბლოს ტერიტორიაზე დაღუპული გმირების ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთანამშრომლობით იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება და ბიურო მის დასრულებამდე აქტიურად იქნება ჩართული.