Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, თბილისის პირველი გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასლოგიური, დაქტილოსკოპიური, დოკუმენტების და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ექსპერტიზის წარმოების თანამედროვე სტანდარტების და კვლევის სპეციფიკის შესახებ. 

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, საექსპერტო საქმიანობის გაცნობის და მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, არა ერთ საჯარო სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რაც ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში და სამომავლო ინტერესების გამოკვეთაში დაეხმარება.