სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა, მიმდინარე წლის 24-26 მაისს, ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში გამართულ სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრულუფლებიანი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისა და მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრა-კონფერენციში - სახელწოდებით „სასამართლო ექსპერტიზის მეცნიერების მომავალი“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, სასამართლო ექსპერტიზის დარგში, მეცნიერების როლის მნიშვნელობის მიმოხილვას და სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვას, რომელიც ეყრდნობა ENFSI 2030-ის ხედვას - „სასამართლო ექსპერტიზის მეცნიერების სანდოობისა და ვალიდურობის გაუმჯობესებას და განვითარებადი ტექნოლოგიების ხელშეწყობას“.
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი (ENFSI) აქტიურად შეუწყობს ხელს სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებას. უშუალოდ, მათი ჩართულობით მოხდება, სასამართლო ექსპერტიზის სფეროში მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებსა და მუდმივმოქმედ კომიტეტებში საქმიანობის ხელშეწყობა. ასევე, ENFSI-თან აქტიური ურთიერთანამშრომლობით გაგრძელდება ბიურის ექსპერტთა ტრენინგებში, კონფერენციებში, პროფესიულ ტესტირებებში და კვლევებში მონაწიეობა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2007 წლიდან დნმ სამუშაო ჯგუფის, ხოლო 2011 წლიდან ENFSI სრულუფლებიანი წევრია, რაც ბიუროს საექსპერტო საქმიანობის მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის და სანდოობის დასტურია.