Image2023  წლის  აპრილის თვეში  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ ტესტირებას ორგანიზება გერმანიის პროფესიული ტესტირების და ეტალონური სტანდარტული მასალების რეფერენს ბიურომ გაუწია. კვლევის საგანს წარმოადგენდა, სასმელი წყლის კოლიფორმებით დაბინძურების დადგენა. 
კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის  სამმართველოს  ექსპერტების მიერ ტესტირების ფარგლებში განისაზღვრა:
1) PT1 S1 - კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა;
2) PT1 S2 - კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა;
3) PT1 S3 - კოლიფორმული ბაქტერიების არსებობა;
ლაბორატორიათშორის ტესტირებაში, რომელშიც მსოფლიოს 19  წამყვანი ლაბორატორია მონაწილეობდა,  მიღებული შედეგების დამუშავების შედეგად, კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ თითოეული პარამეტრის როგორც კვლევით, ასევე შედეგების  შეფასების და ინტერპრეტაციის ნაწილში 100 %-ანი შედეგი აჩვენა, რითაც დაადასტურა მის მიერ წარმოებული კვლევების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა.  ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ დაიკავა ღირსეული ადგილი წამყვან ევროპულ  ლაბორატორიებს  შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის  კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში  მიკრობიოლოგიური ანალიზის სფეროში  „ISO 17025“-ს მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა,  რომლის  საქმიანობა ემყარება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს.