Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ექსტუმრნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები.  გაეცნენ ექსპერტიზის ჩატარების სპეციფიკას, ჩაერთნენ  რამდენიმე  იმიტირებულ კვლევაში და ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ კითხვებზე.