Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თბილისის და რეგიონული ოფისების სერვის ცენტრის თანამშრომლებისთვის  ბიუროში დანერგილ საბილინგე სისტემასთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში ბიუროს უფროსის მრჩეველმა, საბილინგე სისტემის პროექტის ავტორმა თამარ ყურაშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ გამარტივდა და გამჭვირვალე გახდა თანხის გადახდა საბიუჯეტო სექტორისთვის საბილინგე სისტემის დანერგვის შემდეგ. ასევე, მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის ტექნიკური საკითხები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მომხმარებელთან, აღნიშნული სისტემით  ანგარიშსწორების დროს.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საბილინგე სისტემის პირველი ფაზა გასულ წელს, ხოლო მეორე ფაზა წელს ამოქმედდა. ამით საანგარიშსწორებო სისტემის პროექტი წარმატებით დასრულდა.
ტრენინგის ფარგლებში ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსმა ინა გუგუშვილმა მონაწილეებს, ასევე დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საექსპერტო კვლევის დანიშვნის სამართლებრივი ასპექტების შესახებ. 
ბიურო მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე და მზად არის არაერთი ინოვაციური პროექტი განახორციელოს ამ მიმართულებით.