Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საექსპერტო ცენტრის დირექტორი დევიდ გულიანი და ამავე ცენტრის სხვადასხვა საექსპერტო მიმართულების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.
შეხვედრაზე, ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა სომეხ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბიუროში დანერგილი საექსპერტო მიმართულებების და ექსპერტიზის წარმოების პროცესში შემუშავებული სიახლეების შესახებ.
ორდღიანი გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დაათვალიერებენ ბიუროს კრიმინალისტიკურ, ბიოლოგიურ, ქიმიურ-ნარკოლოგიურ, სასაქონლო, ფინანსურ, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიებს და უშუალოდ ექსპერტებისგან მოისმენენ ინფორმაციას კვლევების წარმოების სპეციფიკაზე და მეთოდოლოგიაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტიზის დარგში რეგიონის მასშტაბით ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა, რომელიც აკრედიტებულია ISO/IEC  17025 სტანდარტის მიხედვით.
ბიუროში  დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის.