სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიური დეპარტამენტის ექსპერტები გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემას დაეთმო.
აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეები ელექტრონული მტკიცებულებების იდენტიფიცირების, შენახვის, მოპოვებისა და გაანალიზების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ტრენინგი ორდღიანი იყო. ის გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ერთწლიანი პროგრამის პირველ ეტაპს წარმოადგენს.
საერთაშორისო ტრენინგ კურსს ბიუროს ექსპერტებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის პროკურორები, გამომძიებლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის სიღრმისეული ანალიზის (DFIA) სერტიფიკატები გადაეცემათ, რაც ექსპერტებს მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებაში დაეხმარებათ.
ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სასწავლო მოდულის მიხედვით კიბერდანაშაულის თემაზე ტრენინგს ექსპერტები მომავალშიც გაივლიან.