Imageექსპერტიზის დღესთან დაკავშირებით, ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წარმატებულ ექსპერტებს განსაკუთრებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც ერთად არის თავმოყრილი ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები, როგორიც არის ქიმიურ-ნარკოლოგიური, კრიმინალისტიკური, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური, საინფორმაციო ტექნოლოგიური, ბიოლოგიური, სამედიცინო, ფსიქიატრიული და სხვა. ბიურო, ასევე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ დასავლეთ საქართველოს (ქუთაისი), აჭარის, ქვემო ქართლის (რუსთავი), შიდა ქართლის (გორი), სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე) და კახეთის(გურჯაანი). 
ბიუროს სხვა საექსპერტო დაწესებულებისგან ასევე გამოარჩევს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ბიუროს ექსპერტების მონაწილეობით, არაერთ სახელმწიფო მნიშვნელობის გამოგონებას ჩაეყარა საფუძველი.
უკვე მრავალი წელია საექსპერტო მიმართულებით ბიურო ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია. 500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობა სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.