Image2022 წლის 4 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დღე აღნიშნა. 
ამ დღესთან დაკავშირებით, ბიუროს ესტუმრნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ექსპერტიზის ბიუროს დეპარტამენტის უფროსებმა უმასპინძლეს, დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ბიუროში დანერგილი ექსპერტიზების და მისი წარმოების სპეციფიკის შესახებ.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ბიუროს კრიმინალისტიკური, ქიმიურ-ნარკოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები, გაეცნენ საექსპერტო საქმიანობას და რამდენიმე იმიტირებულ ექსპერტიზაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.