2 25 84 84
საკონტაქტო ინფორმაცია
Menu
სეებ
ბიურო
ბიუროს შესახებ
ბიუროს უფროსი
ბიუროს უფროსის მოადგილეები
ბიუროს სტრუქტურა
ბიუროს წლიური ანგარიში
სტრატეგიული გეგმა
შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა
საჯარო ინფორმაცია
ზოგადი ინფორმაცია ბიუროს შესახებ
საჯარო ინფორმაციის გვერდი
საკადრო უზრუნველყოფა
სხვა საჯარო ინფორმაცია
შესყიდვები
საერთაშორისო ურთიერთობები
ინფორმაცია ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ
ბიუროს პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი
სიახლეების ბლოგი
მთავარი
აშშ-მ ბიუროს ციფრული გამოძიებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამის და მასთან დაკავშირებული საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებასდაესწრო. ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სამართალდამცავ უწყებებს დაეხმარება კიბერდანაშაულთან ბრძოლაში და მათ ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უახლოეს მომავალში პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან შემდგარი სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რაც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანერგვის ნაწილში. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ ებრძოლონ ისეთ მასშტაბურ დანაშაულს, როგორიც კიბერდანაშაულია. ღონისძიებაზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა სისხლის სამართლის საქმეებში საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
26/04/2022
ფოტოგალერეა