
ძვირფასო კოლეგებო, მინდა მოგილოცოთ ექსპერტიზის დღე!
თქვენი მაღალი კვალიფიკაცია, საქმისადმი თავდადება და პროფესიისადმი ერთგულება განაპირობებს, ბიუროს ავტორიტეტს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და საერთაშორისო საექსპერტო გაერთიანებებში.
სწორედ, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის და საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა ბიუროს წარმატება.
მინდა გისურვოთ კარიერული წინსვლა და მადლობა გადაგიხადოთ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.