Image

დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით  Sinopharm, Sinovac, Pfizer და AstraZeneca ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების თითქმის 60 პროცენტი  სრულად არის აცრილი, ხოლო პირველადი აცრა ჩატარებული აქვს თანამშრომელთა  10 პროცენტს

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ბიუროს დასავლეთ საქართველოს, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისების თანამშრომლები.

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, ასევე ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას.

ბიუროს თანამშრომელთა აცრის პროცესი აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის დასრულებამდე.