სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ახალ დესპანს კავკასიაში დანიელ მაკსუინს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში სევერინ ჩაპეზს უმასპინძლა. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს, სადაც ისაუბრეს ამ ორი უწყების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესში მონაწილეობაზე.
2014 წლიდან დღემდე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობით, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს 200-მდე ამოცნობილი პირის ნეშტი გადაეცათ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის თაობაზე.