სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ ყოველწლიურ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტესტირება ორგანიზებული იყო კრიმინალისტიკური ლაბორატორიების ევროპული ქსელის „ENFSI“-ს ტექსტილის ჯგუფის მიერ. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ ტესტირების ფარგლებში განისაზღვრა:
1) სხვადასხვა სახეობის ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა;
2) განსხვავებული ობიექტებიდან ამოღებულ იქნა უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები;
3) იდენტიფიცირდა სხვადასხვა ობიექტებზე არსებული უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკების სახეობები;
4) დადგინდა სხვადასხვა ობიექტებზე არსებული ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკების.
ლაბორატორიათშორის ტესტირებაში მონაწილეობდა მსოფლიოს 46 წამყვანი ლაბორატორია. მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა „ENFSI“-ს ტექსტილის ჯგუფის მიერ და წარმოდგენილი იქნა საბოლოო ანგარიში.
აღნიშნულ ტესტირებაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველომ თითოეული პარამეტრის როგორც კვლევით, ასევე შედეგების შეფასების და ინტერპრეტაციის ნაწილში აჩვენა უმაღლესი შედეგი, რითაც დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე, უტყუარობა და სანდოობა. ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ ღირსეული ადგილი დაიკავა როგორც ამერიკულ, ასევე წამყვან ევროპულ ლაბორატორიებს შორის.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო საქართველოში ტექსტილის ანალიზის სფეროში ერთადერთი „ISO 17025“-ს მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომლის საქმიანობა ემყარება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს.