
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის ექსპერტებმა, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის - სისხლის ბანკის ჩართულობით სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არსებული პანდემიური ვითარების გამო, მკვეთრად არის შემცირებული სისხლის დონორთა მიმართვიანობა. თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მარაგების მოგროვებას, რათა ქვეყანაში არ შეიქმნას სისხლის დეფიციტი.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიურო მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სისხლის დონორთა აქციაში, რაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის და გამოჯანმრთელების შესაძლებლობაა.