Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ მონაწილეობა მიიღო  2020 წლის 8-10  სექტემბერს, Euro Petroleum Consultants – EPC-ის ორგანიზებით,  კოვიდ 19 პანდემიის გამო ვირტუალურად გამართულ საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენაში.  
Euro Petroleum Consultants – EPC წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ნავთობის, გაზის და ნავთობქიმიურ სექტორში პროექტების ანალიზის და დანერგვის, ხარისხის კონტროლისა და საკონსულტაციო რჩევების, ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტიზების ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კომპანიას, რომელიც როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი და კონფერენციების ორგანიზატორი, ატარებს რიგ სიმპოზიუმებს, ტრენინგებსა და სასწავლო სემინარებს.  
კონფერენცია გაჯერებული იყო სხვადასხვა ტიპის მოხსენებებით, პირდაპირი განხილვის ჩართვებით, სიახლეების მიღების შესაძლებლობებით და ვირტუალური გამოფენით. მსოფლიოს გიგანტი ნავთობმწარმოებლების და კომპანიების მიერ განიხილებოდა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა  ნავთობის გადამუშავების სფეროში რიფორმინგის და კატალიზის  ახალი მეთოდების და ბიოსაწვავის გამოყენების ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, გოგირდის მენეჯმენტი, ტექნოლოგიების დიგიტალიზაცია და ავტომატიზაცია,  ნარჩენების, როგორც აღდგენადი რესურსების გამოყენება, საწვავის წარმოებაზე გაზრდილი მოთხოვნა და ა.შ,. 
აღნიშნული კონფერენციის საშუალებით ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველო გაეცნო პრაქტიკაში დანერგილ სიახლეებს, ინოვაციებს და უცხოელი კოლეგებისგან ნავთობქიმიის სფეროში  შეძენილი გამოცდილება გაიზიარა.