Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოწოდებას გამოეხმაურა და უანგარო დონაციის აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტებისთვის გაიღეს.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მკვეთრად არის შემცირებული დონორთა მომართვიანობა. სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მარაგების მოგროვებას, რათა არ შეიქმნას  სისხლის დეფიციტი.
ბიურო მოუწოდებს სხვადასხვა უწყებებს, ჩაერთონ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში და ქვეყანაში არსებული გამოწვევის პირობებში თავისი წვლილი შეიტანონ თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენაში.