Imageსსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალმა უფროსმა, ბატონმა ლერი ბარნაბიშვილმა, ბიუროში პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო.  შეხვედრაზე საექსპერტო მიმართულებების მიხედვით, დეპარტამენტების უფროსებმა დეტალურად ისაუბრეს თავიანთი  საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. 
ბიუროს უფროსად ლერი ბარნაბიშვილი პრემიერ- მინისტრის ბრძანებით 2020 წლის 10 იანვარს დაინიშნა. 
2015 წლიდან დღემდე ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის 2013 – 2015 წლებში - აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.