Image2019 წლის სექტემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოსთვის სოქსლეტის ახალი აპარატი შეიძინა. სოქსლეტის აპარატი გამოიყენება სხვადასხვა სახეობის კვების პროდუქტებისგან ცხიმის ექსტრაქციისთვის.
 მსოფლიოში წამყვანი გერმანული ფირმა  “Behr-Labor-Technik”-ის  სოქსლეტის აპარატი “R 106 S” საშუალებას იძლევა პარალელურ რეჟიმში გაკეთდეს 6 ნიმუშის ანალიზი, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ექსპერტიზის ჩატარების დროს. ექსტრაქციის დამთავრების შემდეგ ხელსაწყო  ახდენს გამხსნელის რეგენერირებას, აღნიშნული ამცირებს რეაქტივების ხარჯს ექსპერტიზის მიმდინარეობისას, ამცირებს გარემოს დაბინძურების ალბათობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა. ბიუროში მუდმივად ხორციელდება ლაბორატორიების უახლესი ტექნიკით აღჭურვა, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების გადამზადებას, რათა მომხმარებელმა როგორც  მაღალკვალიფიციური, ასევე ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს.