Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ევროკავშირის მიმდინარე პროექტის  (CyberEast) ფარგლებში CPS  ბრიტანეთის პროკურატურის ექსპერტი ეშერ ჯორჯი, რუმინეთის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ექსპერტი მაირუს კუციურინო და ევროსაბჭოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროგრამის ოფიცერი  და პროექტის მენეჯერი გიორგი ჯოხაძე ესტუმრნენ. 
შეხვედრაზე ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა თამარ მელაშვილმა ევროპელ ექსპერტებს ბიუროს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის  დეპარტამენტის უფროსმა როლანდ მახმუდოვმა, წარმოდგენილი პრეზენტაციის საშუალებით დეტალურად ისაუბრა   IT  დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. 
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ულტრატანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  IT  დეპარატმენტის ლაბორატორიები და ადგილზე გაეცნენ ბიუროს მაღალკვალიფიციური ექსპერტების საქმიანობას.
შეხვედრის დასასრულს, ბიუროს წარმომადგენლები და სტუმრები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, რომელიც გახლავთ ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულბათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრი.