საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, თბილისში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „Georgian IT Inovations”, სადაც სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი დააჯილდოვეს, როგორც ავტორები ყველაზე წარმატებული IT ინოვაციის, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში. ყოველწლიური კონფერენციის სპონსორები არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა HPE, MICROSOFT, GIZ და Orient Logic”
ბიურო ზრუნავს მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ოპერატიული სერვისის მიწოდებაზე, რისი დასტურიცაა, სიახლეების და ინოვაციების დანერგვა ამ მიმართულებით.
ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, რომელიც გახლავთ ექსპერტიზის დარგში ყველაზეავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულბათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი.