Image2018 წლის ნოემბრის თვეში სსიპ  ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი იყო აკრედიტირებული პროფესიული ტესტირების პროვაიდერი PHENOVA. ტესტირების მიზანს წარმოადგენდა სასმელი წყლის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა. ანალიზი ჩატარდა  ათი დასახელების მეტალის აღმოჩენაზე.
ტესტირების შედეგები გამოცხადდა 2018 წლის დეკემბერში. როგორც წარმოდგენილი შეფასებიდან ჩანს კვების სამმართველოს ექსპერტების მიერ ზუსტად იქნა დადგენილი ათივე მეტალის რაოდენობრივი შემცველობა. გაგზავნილი ყველა შედეგი იყო საუკეთესო. მიღებული იქნა 100 %-ნი შედეგი. 
ამრიგად, კვების სამმართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ მიღებული შედეგების მაღალი სიზუსტე და უტყუარობა და დაამტკიცა, რომ მას ღირსეული   ადგილი უკავია ევროპის
 წამყვან ლაბორატორიებს  შორის, რაც ბიუროს ექსპერტთა მაღალი კვალიფიკაციის, ბიუროში აპრობირებული მეთოდებისა და გამოყენებული ხელსაწყო-აპარატურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მაჩვენებელია.   
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში. ექსპერტიზის ბიუროში მიღებული შედეგების გადამოწმება მუდმივად ხდება ევროპის წამყვან ლაბორატორიებში. მიღებული შედეგების მიხედვით ექსპერტიზის ბიურო ყოველთვის იკავებს წამყვან პოზიციებს.